თბილისში სფფ-ის მსაჯთა აკადემიის კურსი მიმდინარეობს

თბილისში სფფ-ის მსაჯთა აკადემიის კურსი მიმდინარეობს

აპრ. 12, 2025 - 05:27
 0
თბილისში სფფ-ის მსაჯთა აკადემიის კურსი მიმდინარეობს
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სფფ-ის მსაჯთა აკადემიის მორიგი კურსი მიმდინარეობს.

სასწავლო კურსის ფარგლებში მსმენელები, რომლებიც როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლების გაივლიან. პროგრამის წარმატებული კურსამდავრებულები მსაჯობას ბავშვთა და მოზარდთა ტურნირებში დაიწყებენ. კურსს სფფ-ის მსაჯთა აკდემიის ხელმძღვანელი, არსენ ნონიკაშვილი უძღვება.

2024 წლის მარტიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მსაჯთა აკდემიის 14 კურსი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღო 200-მდე მსმენელმა, რომელთაგან 70-მდე აქტიურად აგრძელებს სამსაჯო კარიერას. ისინი ჩართული არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებული სხვადასხვა დონისა და ასაკის შეჯიბრებებში. მათ შორის ქალთა ლიგის, ქალთა ლიგა 2-ის, კრისტალბეთ ლიგა 3-ის, კრისტალბეთ ლიგა 4-ის, რეგიონული ლიგის და სხვადასხვა ასაკობრივი ლიგის თამაშებზე.

მსაჯთა აკადემიის კურსები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაგრძელდება.

მსაჯთა აკადემიაში რეგისტრაცია გრძელდება: მსაჯთა აკადემიაში სწავლის მსურველებს, აკადემია გთავაზობთ შესაძლებლობას უფასოდ გაიაროთ სამსაჯო პროგრამა და დაეუფლოთ მსაჯის პროფესიას. მსაჯთა პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მსურველებს 16-დან 35 წლამდე. პროგრამაში მონაწილეობისთვით, გთხოვთ, გადახვიდეთ სარეგისტრაციო ბმულზე www.msaji.ge

gff

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow