თოფურიას რევოლუციური იდეა UFC-ის გულშემატკივრებმა მოუწონეს

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ, ჯო როგანთან პოდკასტში გამართული საუბრის დროს ინოვაციური იდეა გააჟღერა, რომელმაც...

ივლ. 15, 2025 - 16:27
 0
თოფურიას რევოლუციური იდეა UFC-ის გულშემატკივრებმა მოუწონეს
UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ, ჯო როგანთან პოდკასტში გამართული საუბრის დროს ინოვაციური იდეა გააჟღერა, რომელმაც არაერთი გულშემატკივრის ყურადღება დაიმსახურა.

თოფურიას სურს, MMA-ში ერთგვარი ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი შეიქმნას, რაც ამ სპორტისთვის სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი იქნებოდა.

მებრძოლის იდეის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთის წინააღმდეგ ჯგუფურად იბრძოლებდნენ. მაგალითად, 7 წონით კატეგორიაში საუკეთესო ამერიკელი მებრძოლები დაუპირისპირდებოდნენ რუს კოლეგებს, ხოლო გამარჯვებულად ის ქვეყანა გამოცხადდებოდა, ვინც 7 შეხვედრიდან მინიმუმ 4-ს მოიგებდა.

თოფურიას თქმით, ეს იდეა არა მხოლოდ გულშემატკივრების დაინტერესებას გაზრდის, არამედ MMA-ის სპორტის სახეს მეტ ეროვნულ დატვირთვას შესძენს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow