"ისლამზე მეტად, მასთან ჩხუბი ამიტომ მინდა" - ილია თოფურია

UFC-ის ქართველი ორგზის ჩემპიონი, ილია თოფურია, ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებით ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა...

ივლ. 25, 2025 - 15:27
 0
"ისლამზე მეტად, მასთან ჩხუბი ამიტომ მინდა" - ილია თოფურია
UFC-ის ქართველი ორგზის ჩემპიონი, ილია თოფურია, ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებით ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა. ერთ-ერთ გადაცემაში მან აღნიშნა, რომ ბრძოლა სურს პედი პიმბლეტთან და ამის მიზეზი მათი პირადი უთანხმოებაა.

თავის მხრივ, ბრიტანელი მებრძოლიც მზად არის ილიას დაუპირისპირდეს. ორივეს შორის აშკარად დაძაბული ურთიერთობაა, რაც ამ შეხვედრას კიდევ უფრო საინტერესო და მოუთმენლად სასურველს ხდის გულშემატკივრებისთვის.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ორგანიზაციის პრეზიდენტი დანა უაითი დიდად მოხიბლული არ არის ამ ბრძოლის პერსპექტივით, როგორც იწერება, პრეზიდენტი თვლის, რომ პედიმ ჯერ მინიმუმ ერთი ძლიერი მეტოქე უნდა დაამარცხოს, სანამ ილიას შეხვდება, თავის მხრივ, კი თუ ისლამი საჩემპიონო ბრძოლას მოიგებს, ილიამ მასთან უნდა გაარკვიოს ჩემპიონის ვინაობა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow