მიქაუტაძე "მანჩესტერის" წინააღმდეგ "ლიონის" სასტარტო შემადგენლობაშია

გიორგი მიქაუტაძე "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ "ლიონის" სასტარტო შემადგენლობაშია

აპრ. 11, 2025 - 01:27
 0
მიქაუტაძე "მანჩესტერის" წინააღმდეგ "ლიონის" სასტარტო შემადგენლობაშია

ევროპა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის "ლიონი" შინ "მანჩესტერ იუნაიტედს" მიიღებს, შეხვედრა 22:55 საათზე დაიწყება.

ფრანგული კლუბის სასტარტო თერთმეტეულში ვხედავთ ქართველ თავდამსხმელს, რომელიც ფონსეკამ ალექსანდრ ლაკაზეტს ამჯობინა. ლაკაზეტი დღეს სათადარიგოთა შორისაა.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ბოლო შეხვედრა ლიგა 1-ში "ლილის" წინააღმდეგ სკამზე დაიწყო და მოედანზე 69-ე წუთზე ვიხილეთ, სწორედ ლაკაზეტის ნაცვლად.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow