„პალიტრა L“-ი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მარო მაყაშვილის დღიურს გამოსცემს
გამომცემლობა „პალიტრა L“-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამოსცემს მარო მაყაშვილის დღიურს, რომელიც თითოეული ქართველი მკითხველისთვის შეუფასებელი შენაძენი იქნება. წიგნში შესულია მაროს ჩანახატები და იმ ადამიანების ფოტოსურათებიც, რომლებსაც ის თავის ჩანაწერებში ახსენებს. ეს გამოცემა კიდევ ერთხელ გააცოცხლებს ახალგაზრდა გოგონას, რომელიც თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ იქცა; გოგოს, რომელმაც გარდამტეხ დროს თქვა, „მე იქ უნდა ვიყვე, სადაც […]


გამომცემლობა „პალიტრა L“-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამოსცემს მარო მაყაშვილის დღიურს, რომელიც თითოეული ქართველი მკითხველისთვის შეუფასებელი შენაძენი იქნება. წიგნში შესულია მაროს ჩანახატები და იმ ადამიანების ფოტოსურათებიც, რომლებსაც ის თავის ჩანაწერებში ახსენებს. ეს გამოცემა კიდევ ერთხელ გააცოცხლებს ახალგაზრდა გოგონას, რომელიც თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ იქცა; გოგოს, რომელმაც გარდამტეხ დროს თქვა, „მე იქ უნდა ვიყვე, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი თანამემამულეთაო.“
26 მაისიდან წიგნის სპეციალური ფასი ერთი კვირის განმავლობაში 10 ლარი იქნება და მის შეძენას როგორც ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში შეძლებთ ასევე გამომცემლობის ვებგვერდზე:www.palitral.ge
გამომცემლობა „პალიტრა L“ ასევე გამოსცემს მარო მაყაშვილის ლიმიტირებული საკოლექციო გამოცემას, რომელიც ასევე 26 მაისიდან ექსკლუზიურად ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში იქნება ხელმისაწვდომი. წიგნის ფასი 35 ლარი იქნება.
მარო მაყაშვილი ჩვენი თავისუფლების სიმბოლოა, ოკუპაციის მსხვერპლი და საქართველოს ეროვნული გმირი. 1921 წლის 19 თებერვალს, ის მოწყალების და იყო, რომელიც თავისი დაჟინებული სურვილით იდგა თბილისში, იქ, სადაც ზარბაზნები ხმაურობდნენ. კიდევ უფრო ადრე, 1918 წელს იყო მოზარდი, რომელსაც ძალიან ბევრი მიზანი, ოცნება და გულისტკივილი ჰქონდა. სწორედ ამ დროს ის წერდა დღიურს, რომლის ფურცლებზე არაერთი აუხდენელი ნატვრა დარჩა. მარო ყვებოდა თავის ემოციებზე, სწავლაზე, წიგნებზე, მოგზაურობასა და მომავალ პროფესიაზე. ფიქრობდა პოლიტიკაზე და ქალების უფლებებზე, გვიზიარებდა წუხილს საქართველოს ბედზე.
(R)
What's Your Reaction?






