პრეზიდენტმა დაადასტურა - ხვიჩა კვარაცხელიას სერიალში გადაიღებენ

2024/2025 წლების სეზონი პარი სენ-ჟერმენისთვის იმდენად კარგი გამოდგა, რომ კლუბი პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ დოკუმენტური სერიალის გადაღება დაადასტურა

ივნ. 14, 2025 - 18:27
 0
პრეზიდენტმა დაადასტურა - ხვიჩა კვარაცხელიას სერიალში გადაიღებენ
2024/2025 წლების სეზონი პარი სენ-ჟერმენისთვის იმდენად კარგი გამოდგა, რომ კლუბის პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ დოკუმენტური სერიალის გადაღება დაადასტურა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი დასრულდება, კლუბი რამდენიმე სერიისგან შემდგარ სერიალს გადაიღებს, რომლის ნახვაც Netflix-ის პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.

ნასერ ალ ხელაიფის განცხადებით, სერიალში წარმოჩენილი იქნება წარმატებამდე მიმავალი გზის და კლუბის შიდა სამზარეულის პერიპეტიები, სადაც, ცხადია, მონაწილეობას ფეხბურთელებიც მიიღებენ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow