რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა როლან გაროსის ძირითად ბადეში შესვლით

პარიზში დაწყებულ საფრანგეთის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებით ასპარეზობს. ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე...

მაი. 26, 2025 - 12:57
 0
რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა როლან გაროსის ძირითად ბადეში შესვლით
პარიზში დაწყებულ საფრანგეთის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებით ასპარეზობს. ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი მატჩის მოგებით ძირითადი ბადის საგზური მოიპოვა და ამ მიღწევისთვის უკვე 43 000 ევრო გამოიმუშავა.

ბასილაშვილი პირველ წრეში პორტუგალიელ ენრიკე როშას დაუპირისპირდება — ჩოგბურთელს, რომელმაც მიმდინარე წლის დასაწყისში, მურსიის ჩელენჯერის ფინალში ქართველს სამ სეტში სძლია. ამჯერად ბასილაშვილს როგორც რეაბილიტაციის, ისე შემოსავლის გაზრდის შანსი აქვს: როშაზე გამარჯვების შემთხვევაში, დამატებით 35 000 ევროსა და 10 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

შესაბამისად, ორი მატჩის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ბასილაშვილის ჯამური შემოსავალი 117 000 ევროს მიაღწევს. გარდა ფინანსური სარგებლისა, წარმატება ATP რეიტინგზეც პოზიტიურად აისახება.

აღსანიშნავია, რომ „როლან გაროსის“ წლევანდელი საპრიზო ფონდი 56.3 მილიონ ევრომდე გაიზარდა და ტურნირზე თითოეული ეტაპის დაძლევა მოთამაშეებისთვის როგორც პრესტიჟული, ისე ფინანსურად მომგებიანია. რაც უფრო შორს გავა ბასილაშვილი, მით უფრო გაიზრდება მისი საპრიზო შემოსავალი — მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში მას უკვე 265 000 ევრო გარანტირებული ექნება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow