„სამწუხაროდ, ყოველ წელს ძვირდება პასკის ინგრედიენტები“ – კაფე „კნეინას“ დამფუძნებელი

„სამწუხაროდ, ყოველ წელს ძვირდება პასკის ინგრედიენტები“ – კაფე „კნეინას“ დამფუძნებელი აღდგომის დღესასწაულამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. სააღდგომო სუფრაზე მთავარი ადგილი პასკას უჭირავს. საკონდიტროები და კაფეები მომხმარებლებს ყოველ წლიურად მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ. კაფე ,,კნეინას“ დამფუძნებელი და „ფუდ ბლოგერი“ მარიამ ქურდიანი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ წელს ყველაზე ტრენდული და მოთხოვნადი ფისტას პასკაა, თუმცა ის გაყიდვების რაოდენობით […]

აპრ. 11, 2025 - 15:27
 0
„სამწუხაროდ, ყოველ წელს ძვირდება პასკის ინგრედიენტები“ – კაფე „კნეინას“ დამფუძნებელი

„სამწუხაროდ, ყოველ წელს ძვირდება პასკის ინგრედიენტები“ – კაფე „კნეინას“ დამფუძნებელი
აღდგომის დღესასწაულამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. სააღდგომო სუფრაზე მთავარი ადგილი პასკას უჭირავს. საკონდიტროები და კაფეები მომხმარებლებს ყოველ წლიურად მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ. კაფე ,,კნეინას“ დამფუძნებელი და „ფუდ ბლოგერი“ მარიამ ქურდიანი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ წელს ყველაზე ტრენდული და მოთხოვნადი ფისტას პასკაა, თუმცა ის გაყიდვების რაოდენობით კლასიკურ პასკას ქიშმიშით ჯერ ვერ უსწრებს.
,,ჩემი დაკვირვებით და სტატისტიკური მონაცემებით მაინც ლიდერობს კლასიკური სახეობის პასკა ქიშმიშით. შეიძლება 100-200 ცალით მეტი გაიყიდოს, ვიდრე სხვა სახეობა, მაგრამ მაინც ლიდერია. ვცდილობთ ყოველ წელს მომხმარებელს ახალი სახეობის პასკა შევთავაზოთ. ყოველთვის სინჯავენ და იღებენ სიახლეს. როგორც ყველაფერში, ისე პარკებშიც არის ტრენდი. წელს აქტუალურია ფისტის პასკები. ჩვენ გვაქვს ხაჭოს პასკა ფისტათი და ის საკმაოდ მოთხოვნადია. დუბაის შოკოლადის შემდეგ აქტუალური გახდა ფისტას გამოყენება პასკებშიც.’’- აცხადებს მარიამ ქურდიანი.
კაფე ,,კნეინას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ პასკისთვის საჭირო ინგრედიენტები ყოველწლიურად ძვირდება. წელს განსაკუთრებით გაიზარდა ჩირეულისა და თხილეულის ფასი.
,,სამწუხაროდ, ყოველ წელს ძვირდება ინგრედიენტები. სულ ვცდილობ რომ შევინარჩუნო ფასი, მაგრამ ინგრედიენტების გაძვირების გამო არ გამომდის. ყოველ წელს ფასი ემატება ყველა ინგრედიენტს. თუ გინდა, რომ ხარისხი შეინარჩუნო იგივე პროდუქცია უნდა გამოიყენო და არ უნდა გადახვიდე უფრო დაბალ ხარისხიან ბრენდებში. ამას მირჩევნია პირობითად 2 ლარით მოვუმატო ფასი და ხარისხი შევინარჩუნო. ძალიან გაძვირდა კვერცხი, რძის პროდუქტები და საკმაოდ გაძვირდა ჩირეული და ნიგოზი. 2 ლარია სხვაობა წელს შარშანდელთან შედარებით. ინგრედიენტები და წონა იგივე დავტოვეთ. ჩვეულებრივი, კლასიკური პასკები 30 ლარი. თავისი დანამატებით 34 ლარი. მაგალითად, როგორიც არის პასკა ჩირით და პასკა შოკოლადით ღირს 34 ლარი. ნიშურ პასკებში, ნიშურ ბრენდები საკმაოდ მისაღები ფასები გვაქვს. რაც შეეხება ხაჭოს პასკებს 60-დან 70 ლარამდე ღირს.’’- აცხადებს მარიამ ქურდიანი.
კაფე ,,კნეინას“ დამფუძნებელი და ფუდ ბლოგერი ამბობს, რომ ბაზარზე კონკურენცია ძალიან მაღალია და თითქმის ყველა საკონდიტრო და კაფე მომხმარებელს პასკას სთავაზობს. მარიამ ქურდიანი აცხადებს, რომ კონკურენციის მიუხედავად მათი მომხმარებელთა რაოდენობა წლიდან წლამდე დაახლოებით 25%-ით იზრდება.
,,საკმაოდ მაღალი კონკურენციაა. მე არ მეგულება საკონდიტრო ან კაფე, რომელიც არ აცხობს პასკას. მიუხედავად ამისა, ჩვენთან გაყიდვები მაღალია. ჩვენი კლიენტები არიან ადამიანები, რომლებიც სინჯავენ ჩვენს პასკას და მერე უწევენ რეკომენდაციას. წლიდან წლამდე გვეზრდება მომხმარებელთა რაოდენობა. მინიმუმ 25%-ით იზრდება. ტენდენცია არის ასეთი, მომხმარებლები თავიდან კითხულობენ, მოკითხვის რეჟიმში არიან. ყველას მაინც ბოლო ერთ კვირაში უნდა პასკის შეძენა, რის გამოც აღდგომამდე ერთი კვირით ადრე გვაქვს გადარბენა“, – აცხადებს მარიამ ქურდიანი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow