"უცნაური განცდა იყო, რადგან.." - ილია თოფურია ალექსანდრეს პირველ გამარჯვებაზე
UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ თავისი ძმის, ალექსანდრეს სადებიუტო ბრძოლაზე ისაუბრა...

"ალექსანდრეთი ვამაყობ, მან შესანიშნავი სამუშაო გასწია - რაც შეეხება მწვრთნელობას, ყოველიევე ამან უცნაური განცდა დამიტოვა.
როდესაც ჩხუბობ, ყველაფერს რაც ოქტაგონზე ხდება შენ აკონტროლებ, ხოლო როცა მწვრთნელი ხარ, კუთხიდან ვერაფერს აკეთებ. ძალიან ძალიან ბევრი ვინერვიულე, მაგრამ 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ალექსანდრე ამ წონის დომინანტი იქნება", - განაცხადა ილიამ.
შეგახსენებთ, ალექსანდრემ UFC 312-ზე ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა და UFC-ის სადებიუტო ბრძოლა მოიგო.
What's Your Reaction?






