“ჩინური ტვირთი შემოვა გარკვეული რაოდენობით” – როგორია “თბილისის მშრალი პორტის” გეგმები?
“თბილისის მშრალი პორტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილი ამბობს, რომ პროექტი დამაკავშირებელი იქნება ცენტრალურ აზიასა და საქართველოს ნავსადგურებს შორის. როგორც მან პორტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე ჟურნალისტებს უთხრა, ამ მიმართულებით არის მოლაპარაკებები ჩინეთთან, ყაზახეთთან, ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან. “ჩვენ ვამარტივებთ და ფაქტობრივად ბათუმის და ფოთის პორტებს ვაახლოებთ თბილისთან და ტვირთის მიმღებთან. ფოთის და ბათუმის პორტს რაც […]


“თბილისის მშრალი პორტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილი ამბობს, რომ პროექტი დამაკავშირებელი იქნება ცენტრალურ აზიასა და საქართველოს ნავსადგურებს შორის.
როგორც მან პორტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე ჟურნალისტებს უთხრა, ამ მიმართულებით არის მოლაპარაკებები ჩინეთთან, ყაზახეთთან, ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან.
“ჩვენ ვამარტივებთ და ფაქტობრივად ბათუმის და ფოთის პორტებს ვაახლოებთ თბილისთან და ტვირთის მიმღებთან. ფოთის და ბათუმის პორტს რაც შეეხება, [მოვემსახურებით] საიმპორტო ტვირთებს, ასევე რაც გაგვაჩნია საექსპორტო ტვირთები, გარკვეული რაოდენობა სწორედ აქ მოთავსდება კონტეინერში და შემდეგ მოხდება მისი ტრანსპორტირება ფოთსა და ბათუმში. აგრეთვე, ორიენტირებული ვართ, რომ ვიყოთ დამაკავშირებელი ცენტრალურ აზიასა და საქართველოს ნავსადგურებს შორის, ამ მიმართულებითაც გვაქვს კონკრეტული მოლაპარაკებები მათ შორის ჩინელებთან და ჩინური ტვირთი შემოვა გარკვეული რაოდენობით, ყაზახებთან და რა თქმა უნდა, მეზობლებთან – აზერბაიჯანთან და სომხეთთან”,- თქვა ჯემალ ინაიშვილმა.
ამასთან, მან პროექტის სამომავლო განვითარების გეგმაზე ისაუბრა.
What's Your Reaction?






