გიორგი გაგუა სლოვაკეთის ჩემპიონატში ითამაშებს - კლუბში მას ერთი ქართველი დახვდა

23 წლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი გაგუა სლოვაკურ კლუბ "დუნაისკა სტრედაში" ოფიციალურად გადავიდა. ტრანსფერი კლუბის...

ივლ. 25, 2025 - 15:27
 0
გიორგი გაგუა სლოვაკეთის ჩემპიონატში ითამაშებს - კლუბში მას ერთი ქართველი დახვდა
23 წლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი გაგუა სლოვაკურ კლუბ "დუნაისკა სტრედაში" ოფიციალურად გადავიდა. ტრანსფერი კლუბის ვებგვერდმაც დაადასტურა.

გაგუამ 3+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ კლუბში 29-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

წინა სეზონში ის ხორვატულ "ისტრაში" თამაშობდა. მიუხედავად გავრცელებული ხმებისა "მალაგაზე" და კვიპროსის აელ-ზე, საბოლოოდ არჩევანი სწორედ "დუნაისკა სტრედაზე" შეაჩერა.

სლოვაკურმა გუნდმა გასული სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ამავე კლუბში ქართველი მცველი ცოტნე კაპანაძეც თამაშობს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow