ვიქტორ გიოკერეშმა სპორტინგში ბოლო ვარჯიში ჩაატარა და თანაგუნდელებს დაემშვიდობა

ვიქტორ გიოკერეში ამ ზაფხულს ლისაბონის „სპორტინგს“ ტოვებს — როგორც უცხოური მედია იუწყება, შვედმა თავდამსხმელმა ეს გადაწყვეტილება...

ივნ. 25, 2025 - 22:27
 0
ვიქტორ გიოკერეშმა სპორტინგში ბოლო ვარჯიში ჩაატარა და თანაგუნდელებს დაემშვიდობა
ვიქტორ გიოკერეში ამ ზაფხულს ლისაბონის „სპორტინგს“ ტოვებს — როგორც უცხოური მედია იუწყება, შვედმა თავდამსხმელმა ეს გადაწყვეტილება თავად აცნობა კლუბის ხელმძღვანელობას. ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ აღნიშნა, რომ გიოკერეშმა ბოლო ვარჯიშიც უკვე ჩაატარა და თანაგუნდელებს დაემშვიდობა.

ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს 27 წლის ფორვარდი კარიერას, თუმცა მის მიმართ ინტერესს ისეთი გრანდები იჩენენ, როგორებიცაა: „არსენალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ტურინის „იუვენტუსი“.

შეგახსენებთ, რომ გიოკერეში „სპორტინგს“ 2023 წელს შეუერთდა და მხოლოდ ერთ სეზონში თავი დიდებულად გამოიჩინა — 52 მატჩში 54 გოლი გაიტანა და 13 ასისტიც მიითვალა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow