საუკეთესო ტოლმა მარტივად და სწრაფად
ინგრედიენტებიწვენისთვის:მარილიწყალი - 300 მლტომატის პიურე - 1 კოვზიკომბოსტო - 1 თავიშერეული ფარში - 1 კგხახვი - 2 თავიბრინჯი - 100 გოხრახუში - 1 კონანიორი - 4 კბილიქინძი - 1 კონატომატის პიურე - 2 სკმარილიწითელი წიწაკაწყალი - 1 ჭიქაინგრედიენტებიდაფნის ფოთოლი - 2მომზადების წესიმოზრდილ ქვაბში ჩაასხით ცოტა წყალი და აადუღეთ. კომბოსტოს ამოაჭერით მურკი (უხეში ნაწილი ღეროს მხრიდან) და ჩადეთ ადუღებულ წყალში მოსაწალად. რამდენიმე წუთში ორკაპას, ქაფქირის ან ჩანგლის დახმარებით ამოიღეთ, დარბილებული ფოთლები შემოაცალეთ ფრტხილად, უმი ნაწილი ჩააბრუნეთ კვლავ წყალში დასარბილებლად.მოწალულ ფოთლებს ააჭერით უხეში, მსხვილი ნაწილი.ფარშს დაამატეთ გატარებული ხახვი და ნიორი, მწვანილი, წიწაკა, მარილი, ბრინჯი (შეგიძლიათ წინასწარ მოხარშოთ კიდეც სანახევროდ), ტომატი (სეზონზე გახეხილი პამიდორი), კარგად აურიეთ, დაამატეთ წყალი, რომ ფარში ცოტა გათხელდეს და კარგი წვნიანი იყოს.ფოთოლს დაადეთ ფარში, გადაახვიეთ, შეუკეცეთ გვერდები. ჩაალაგეთ ქვაბში მჭიდროდ. ალაგ ალაგ ჩააყოლეთ დაფნის ფოთოლი. ერთ ჭიქა წყალში გახსენით ტომატი და დაასხით ტოლმას. ზემოდან დაადეთ ამობრუნებული თეფში, ქვაბის ზომაზე ცოტა პატარა. მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 40 წუთი, თავდახურული.კომბოსტოს შუაგულში მდებარე ძალიან პატარა ფოთლებისგან ტოლმის გაკეთება აღარ ღირს. ეს ნაწილი შეგიძლიათ კომბოსტოს ფხალში გამოიყენოთ.

წვენისთვის:
მარილი
წყალი - 300 მლ
ტომატის პიურე - 1 კოვზი
კომბოსტო - 1 თავი
შერეული ფარში - 1 კგ
ხახვი - 2 თავი
ბრინჯი - 100 გ
ოხრახუში - 1 კონა
ნიორი - 4 კბილი
ქინძი - 1 კონა
ტომატის პიურე - 2 სკ
მარილი
წითელი წიწაკა
წყალი - 1 ჭიქა
ინგრედიენტები
დაფნის ფოთოლი - 2
მომზადების წესი
მოზრდილ ქვაბში ჩაასხით ცოტა წყალი და აადუღეთ. კომბოსტოს ამოაჭერით მურკი (უხეში ნაწილი ღეროს მხრიდან) და ჩადეთ ადუღებულ წყალში მოსაწალად. რამდენიმე წუთში ორკაპას, ქაფქირის ან ჩანგლის დახმარებით ამოიღეთ, დარბილებული ფოთლები შემოაცალეთ ფრტხილად, უმი ნაწილი ჩააბრუნეთ კვლავ წყალში დასარბილებლად.მოწალულ ფოთლებს ააჭერით უხეში, მსხვილი ნაწილი.ფარშს დაამატეთ გატარებული ხახვი და ნიორი, მწვანილი, წიწაკა, მარილი, ბრინჯი (შეგიძლიათ წინასწარ მოხარშოთ კიდეც სანახევროდ), ტომატი (სეზონზე გახეხილი პამიდორი), კარგად აურიეთ, დაამატეთ წყალი, რომ ფარში ცოტა გათხელდეს და კარგი წვნიანი იყოს.ფოთოლს დაადეთ ფარში, გადაახვიეთ, შეუკეცეთ გვერდები. ჩაალაგეთ ქვაბში მჭიდროდ. ალაგ ალაგ ჩააყოლეთ დაფნის ფოთოლი. ერთ ჭიქა წყალში გახსენით ტომატი და დაასხით ტოლმას. ზემოდან დაადეთ ამობრუნებული თეფში, ქვაბის ზომაზე ცოტა პატარა. მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 40 წუთი, თავდახურული.
კომბოსტოს შუაგულში მდებარე ძალიან პატარა ფოთლებისგან ტოლმის გაკეთება აღარ ღირს. ეს ნაწილი შეგიძლიათ კომბოსტოს ფხალში გამოიყენოთ.
What's Your Reaction?






