ნახევარი სერია A საბას დამატებას ცდილობს - გოგლიჩიძეს მორიგი მსურველი გამოუჩნდა
მას შემდეგ, რაც საბა გოგლიჩიძის ემპოლი სერია B-ში დაქვეითდა, სულ უფრო და უფრო მეტი იწერება იმის შესახებ, რომ ქართველი მცველი გუნდს ქვედა ლიგაში არ წაყვება და უკეთეს კლუბში გადაბარგდება

ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად რომას ინტერესის შესახებ წერდნენ, ახლახანს კი სასუოლოს შესახებაც დაიწერა, რომელიც სერია A-ში ახლახანს აღზევდა და შემადგენლობის გაძლიერება სურს.
თავის მხრივ, საბა ახლა ტრავმის გამო ისვენებს და ბევრი თავისუფალი დრო აქვს, რის ხარჯზეც გადაწყვეტილების მიღება მშვიდად და აუღელვებლად შეუძლია.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქართველი მცველის წაყვანით მილანიც ინტერესდებოდა, თუმცა ამაზე უკანასკნელ პერიოდში არც ისე ბევრს საუბრობენ.
What's Your Reaction?






