"ილია ცდილობს კონორს დაემსგავსოს" - UFC-ის ყოფილი ჩემპიონი თოფურიას აკრიტიკებს
"ილია ცდილობს კონორს დაემსგავსოს" - UFC-ის ყოფილი ჩემპიონი თოფურიას აკრიტიკებს

"ვფიქრობ, მეორე კონორი აღარ გამოჩნდება – ასეთი რამ ერთხელ ხდება. მაკგრეგორმა ყველაფერი უკვე მიაღწია და მსგავსი წარმატების გამეორება ნაკლებად მოსალოდნელია.
რაც შეეხება ილიას, ის ზოგჯერ იუმორით ცდილობს ყურადღების მიპყრობას, მაგრამ მისი ხასიათი ბუნებრივად არ ასხივებს იმას, რასაც მაკგრეგორი წარმოადგენდა. ჩემი აზრით, პედი პიმბლეტი უფრო წააგავს კონორს – მასში იგრძნობა მსგავსი ენერგია და პოტენციალი. ილია თითქოს ცდილობს მას მიბაძოს, მაგრამ მხოლოდ მცდელობაა და არა რეალური მსგავსება.
ჩეილ სონენსაც ჰქონდა ის უნიკალური თვისება, რაც მაყურებელს იზიდავდა – უბრალოდ მის სიტყვებს შედეგი რომ დაერთოს, ალბათ, სპორტის ერთ-ერთი უმსხვილესი ფიგურა გახდებოდა."
ედგარი თვლის, რომ თოფურიას სიტყვები ნაკლებად ორგანულია და ის მხოლოდ იმიჯის ფორმირებას ცდილობს, მაშინ როცა მაკგრეგორი ბუნებრივად და არშემდგარ წინასწარმეტყველებებთან ერთადაც კი აუდიტორიის რჩეულად რჩებოდა.
What's Your Reaction?






