ოფიციალურად: გურამ კაშიამ სლოვანთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
გურამ კაშიამ ბრატისლავის „სლოვანთან“ ახალი შეთანხმება გააფორმა და სლოვაკურ კლუბში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება...

38 წლის ქართველი მცველი გუნდის მეხუთე სეზონს იწყებს და ამბობს, რომ აქ დარჩენა თავადაც სურდა.
„სლოვანის“ ხელმძღვანელობა კაშიას ლიდერულ თვისებებსა და გამოცდილებას გამოყოფს.
კაშია გუნდში 2021 წლიდან ასპარეზობს, 165 მატჩში 13 გოლი გაიტანა და კლუბთან ერთად ოთხჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
What's Your Reaction?






