სუპერ ამბავი - პსჟ ხვიჩას ყოფილი გუნდელის დამატებაზე მუშაობს

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ჩელსისთან“ 0:3 მარცხის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენში“ მნიშვნელოვანი ცვლილებების დაწყება გადაწყვიტეს...

ივლ. 18, 2025 - 17:27
 0
სუპერ ამბავი - პსჟ ხვიჩას ყოფილი გუნდელის დამატებაზე მუშაობს
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ჩელსისთან“ 0:3 მარცხის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენში“ მნიშვნელოვანი ცვლილებების დაწყება გადაწყვიტეს. ფრანგული გამოცემა L’Équipe იუწყება, რომ პარიზელებმა შეტევითი ხაზის გაძლიერება პრიორიტეტად დაისახეს და აქცენტი გამოკვეთილი ცენტრფორვარდის შეძენაზე გააკეთეს.

პოტენციურ კანდიდატად „ნაპოლის“ ნიგერიელი თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი მოიაზრება. მისი სახელი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად ფიგურირებს და ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ოსიმენის „გალათასარაიში“ გადასვლა უკვე საათების ამბავი იყო. თუმცა, ყველაფერი ჩაიშალა — ნეაპოლელთა პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ტრანსფერის ბოლო ეტაპზე 75 მილიონი ევროს მოთხოვნა დააყენა, მაშინ როცა მხარეები 70 მილიონზე იყვნენ შეთანხმებულნი და თურქულმა გუნდმა ფეხბურთელის გამოსყიდვაც ვერ შეძლო.

გადაწყვეტილი გარიგების ჩაშლამ ოსიმენის პსჟ-ში გადასვლის შანსი რეალურად გაზარდა. პარიზულ გრანდს დიდი ხანია სურს ტიპური გოლეადორის დამატება და ნიგერიელი სწორედ ამ პროფილს შეესაბამება. თუ შეთანხმება შედგება, ოსიმენი შესაძლოა მომდევნო სეზონში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად საფრანგეთში ჩემპიონობისა და ევროპის ასპარეზზე წარმატებისთვის იბრძოლოს.

ამჟამინდელი ვითარება მიანიშნებს, რომ პსჟ აქტიურად ემზადება კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერისთვის — მიზანი ნათელია: შეტევითი ხაზი, რომელიც ნებისმიერი დაცვისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow